იან ვერმეერი – „ეპიზოდი”
ნიდერლანდული სახვითი ხელოვნების „ოქროს საუკუნედ” წოდებული ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერი – იან ვერმეერი (1632-1675 წლები), თავის მშობლიურ ქალაქ დელფტში სათანადოდ დაფასებული ხელოვანი გახლდათ, თუმცა მის ფარგლებს გარეთ აბსოლუტურად არავინ იცნობდა. (ავტორი გენია.ჯი) საკუთარ თავს ვერმეერი უპირველეს ყოვლისა, მხატვრად მიიჩნევდა და მერე – კოლექციონერად. იგი ხომ სხვადასხვა მხატვრების სახვითი ხელოვნების ნიმუშების შეგროვებით იყო დაკავებული მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში. ეკონომიკური თვალსაზრისით ამ მოკრძალებული ოჯახის შვილმა 1653 წლის 5 აპრილს კატარინა ბოლენესზე იქორწინა.
სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფ ხელოვანს ფინანსური სიძნელეები მიეძალა, რის გამოც კრედიტორებისაგან ფულის სესხება უამრავჯერ მოუხდა. ნიდერლანდების ისტორიაში „კატასტროფის წლებად” წოდებულმა მოვლენამ (ფრანკო-ნიდერლანდული ომი) ქვეყანაში სახვითი ხელოვნების მიმართ ინტერესი ნულამდე დასცა. შედეგად, ნულამდევე დაეცა ბაზარზე სახვითი ხელოვნების ნიმუშებზე მოთხოვნილებაც. იანი თავის შედევრ-ნახატებს ვეღარ ჰყიდდა და ფულსაც ვერ გამოიმუშავებდა. აქვე გასათვალისწინებელია ვერმეერების ერთობ მრავალრიცხოვანი ოჯახიც (ვერმეერების წყვილს 11 შვილი ჰყავდა), რომლის დიდი ნაწილი მცირეწლოვანი ბავშვებისაგან შედგებოდა. იმისათვის, რომ ოჯახი როგორმე გამოეკვება, მხატვარი იძულებული იყო ვალები აეღო. დროთა განმავლობაში ვალების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ იანი ღრმა დეპრესიამ მოიცვა. საბოლოო ჯამში, ნერვიულობამ და საშინელმა დეპრესიამ გენიალურ ნიდერლანდელ შემოქმედს მალევე სიცოცხლეც კი მოუსწრაფა.
უდროოდ გარდაცვლილი მეუღლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის დაცვას, მათ შორის კრედიტორებისგანაც, ყველანაირად ცდილობდა ფერმწერის ერთგული ცოლი. ქმრის გამართლებას ქვრივი ქალი კრედიტორებთან შემდეგი გარემოების ახსნით ცდილობდა:
„ – საფრანგეთთან წარმოებული დამანგრეველი ომის პერიოდში იანმა ვერ ერთი თავისი ნამუშევარი ვერ გაყიდა. ამტომაც მას არ გააჩნდა საშუალება ერჩინა თავისი ოჯახი, თავისი შვილები. შედეგად, ჩემი მეუღლე ისეთ საშინელ დეპრესიაში ჩავარდა, რომ შეშლილობამდეც კი მივიდა. მას ისე ახლოს მიჰქონდა ყოველივე გულთან, რომ თვალის დახამხამებაში შეეძლო, აბსოლუტურად ჯანმრთელი კაცი მკვდარს დამსგავსებოდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
კატარინა ბოლენესი