მარსელ პრუსტი – „ეპიზოდი”
დეკადენტური რომანის ფუძემდებელ დიდ ფრანგ მწერალსა და პოეტს – მარსელ პრუსტს (1871-1922 წლები), თავისი დედის მიმართ ყოველთვის განუზომელი სიყვარული და განსაკუთრებულად მოკრძალებული დამოკიდებულება გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფრანგი ჰიგიენისტ-მედიკოსის, პროფესორ – ადრიან პრუსტის ვაჟი პატარაობიდანვე აღმერთებდა დედას, ებრაული წარმომავლობის მქონე ქალს – ჟანა-კლემანს ვეილს, ვინაც თავის მხრივ, ერთობ მგრძნობიარე, კეთილშობილ და ფაქიზი ბუნების ადამიანს წარმოადგენდა. სწორედ რომ ეს განათლებული ქალი დარჩა სამუდამოდ სრულყოფილების ნიმუშად პრუსტის გულსა და მესიერებაში. „სიცრუის სიძულვილი, კეთილსინდისიერება და და, რაც მთავარია, უზომო გულკეთილობა დედისგან დამყვაო”, – ამბობდა კიდეც იგი.
ის, თუ რაოდენ უყვარდა და ეთაყვანებოდა მარსელი თავის სათნო დედას, კარგად ჩანს მის მიერვე მეგობრის შეკითხვაზე გაცემული ერთ-ერთი პასუხით. 14 წლის ასაკში პრუსტმა „მეგობრობის დღიური” შეავსო, სადაც კითხვარში დასმულ კითხვაზე – „როგორ წარმოგიდგენიათ უბედურებაო?- ასე უპასუხა – „დედასთან განშორებითო”. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟანა-კლემანს ვეილი