ლეონარდო და ვინჩი – „ეპიზოდი”
ლეონარდო და ვინჩის პროფესიით ნოტარიუსი მამა – პიერო, როგორც ჩანს, ერთობ „აქტიური” ცხოვრების წესით მაცხოვრებელ ადამიანს წარმოადგენდა, რასაც ისიც მოწმობს, რომ გარდა „უკანონო ქორწინებისა”, თავისი 77 წლიანი ცხოვრების განმავლობაში იგი 4-ჯერ იყო ოფიციალურად დაქორწინებული. (ავტორი გენია.ჯი) ეგზომ მრავალრიცხოვანი ქორწინებებიდან პიეროს საერთო ჯამში – 12 შვილი გაუჩნდა. ასე რომ, 4 დედინაცვლის მყოლე ლეონარდოს 11 და-ძმა ჰყავდა მამის მხრიდან, რომელთა შორისაც ასაკით ყველაზე უფროსს თავადვე წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში საინტერესო ის გარემოებაა, რომ და-ძმათა შორის ყველაზე უფროსი (ლეონარდო) ყველაზე უმცროსზე მთელი 40 წლით იყო უფროსი. – (ავტორი გენია.ჯი)