მენელიკ II – „ეპიზოდი”
აფრიკის შავ კონტინენტზე არსებული ქვეყანა – ეთიპოია ერთადერთი აფრიკული სახელმწიფოა, სადაც ტრადიციული ქრისტიანული სარწმუნოებაა დომინანტი რელიგია. ეთიოპიის მართლმადიებელი ეკლესია, რომელსაც სათავე ჯერ კიდევ IV საუკუნეში ჩაუყარა – წმინდა ფრუმენტიმ, ავტოკეფალური გახლავთ და მას აბისინიის პატრიარქი და სრულიად ეთიოპიის კათოლიკოსი საჭეთმპყრობელობს. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც, რომ ქვეყნის მოსახლეობის 61% ქრისტიანული რელიგიის მატარებელია. ეთიოპიის მოსახლეობის უმრავლესობის მსგავსად, ქრისტეს რჯულზე ასევე მოქცეული გახლდათ „მეფეთა მეფედ” წოდებული ქვეყნის რიგით მე-80 იმპერატორი – მენელიკ II (1844-1913 წლები). სწორედ რომ ქრისტიანობასთან იყო დაკავშირებული ის ერთი უცნაურობა, რომელიც ამ უკანასკნელს ახასიათებდა ხოლმე: როდესაც იმპერატორი მენელიკი თავს შეუძლოდ იგრძნობდა ხოლმე, საკუთარ ჯანმრთელობას ექიმებს არ ანდობდა… ასეთ შემთხვევებში იგი ქრისტიანთა წმინდა წიგნად ცნობილი „ბიბლიის” რამდენიმე ფურცელს ღეჭავდა და ჭამდა, რადგან ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ წმინდა წიგნის წმინდა ფურცლები მის ორგანიზმს ჯანმრთელობასა და ღვთაებრივ ნეტარებას შესძენდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)