პოლიკარპე კაკაბაძე წერდა…
„ფეხზე ნალს რომ დაგაკრავენ, მერე ეძიე აქლემი ხარ თუ ვირი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე ქუდის მოხდა ხანდახან, ჯარიმის გადახდაზე უფრო მემძიმება”.
* * *
„ჩვენ ისეთ ნერგებს ვგავართ, რამდენად ღრმად დაგვმარხავენ, იმდენად მაღლა გავიზრდებით”.
* * *
„თუ სიმართლე აღარ ფასობს, ტყუილი რაღად გასაღდება?!”
* * *
„ციხეში რაღაც სულ სხვანაირად ხურავენ კარს. გულზე მოქმედებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მხოლოდ სულით ამაღლება არის თავისუფლება”.
* * *
„კაცთა სახეზეც ისახება ცხოვრების წესი”.
* * *
„თუ კაცი მოსახსნელია, მისი შებრალება მავნებლობაა”.
* * *
„ნამდვილი ცხოვრება სოფელშია”.
* * *
„კმარა, დამტოვეთ ჩემს ჭირთან!” – (ავტორი გენია.ჯი)