რევაზ მიშველაძე წერდა…
„შველა ბოლომდე უნდა. არ ვარ მართალი?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველას თავისი საქმე აქვს. ასეა აწყობილი ეს ცხოვრება”.
* * *
„კაცმა რომ თქვას, თუ სიბერემ თავისი გამოცხადება ვერაფრით ვერ გაგრძნობინა, როგორც მოხუცი კამპუჩიელები იტყვიან: ესე იგი კვლავაც ახალგაზრდა ხარ”.
* * *
„მე სახელზე მუშაობა კაი ხანია მივატოვე”.
* * *
„ყველაფერზე არ შეიძლება ხუმრობა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ასეთი შემთხვევები არის ფსიქოლოგიაში. რაღაც დიდი სტრესის შემდეგ კაცი სხვა ენაზე იწყებს ლაპარაკს”.
* * *
„ხანდახან იმნაირ ყისმათზე ადგები დილას, კედელში რომ გადიოდე, ისიც ვერ გიშველის”.
* * *
„ღმერთი კაცს უსაშველოდ არ დატოვებს”.
* * *
„უნიჭობა – თავის სვეს შეგუებული, მშვიდი კაცისათვის დიდი უბედურება როდია”.
* * *
„ეჰ, ჩემნაირები დაკარგულან?” – (ავტორი გენია.ჯი)