იცით თუ არა, რომ?!
1. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ბუნებაში გვხვდებიან ჭიანჭველათა ისეთი სახეობებიც, რომელთა სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა – 15 წელიწადია. ცნობისათვის, მწერებს შორის ჭიანჭველები სიცოცხლის ყველაზე ხანგრძლივი ციკლით არიან დაჯილდოებულნი. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ისტორიის ადრეულ ეტაპებზე, გაუნათლავ ბალღს ხევსურები სახელს არას ეძახდნენ.
* * *
3. ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში, რომელშიაც ცნობისთვის, თევზების ყველაზე მრავალრიცხოვანი სახეობა ბინადრობს დედამიწაზე, 4 რიგის ვეშაპია გავრცელებული – გრენლანდიური ვეშაპი, მარტოკბილა, ნაცრისფერი ვეშაპი და თეთრი ვეშაპი.
* * *
4. თანამედროვე ოლიმპიადების ისტორიაში პირველი ქალი, ვისაც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიური ცეცხლის ანთების პატივი დასდეს გახსნის ცერემონიაზე (მეხიკოს ოლიმპიური თამაშები გაიხსნა 1968 წლის 12 ოქტომბერს), მექსიკელი სპორტსმენი ქალი – ნორმა ენრიკეტა ბაზილიო სოტელო გახლდათ.
* * *
5. მზის გალაქტიკაში არსებულ პლანეტათა შორის ყველაზე დიდი რაოდენობით ვულკანი – ვენერაზეა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ატლანტის ოკეანე პირველი ოკეანეა კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ადამიანმა ჯერ გემით გადალახა, მოგვიანებით კი თვითმფრინავითაც.
* * *
7. ინდოეთის ოკეანეში განთავსებულ – მალდივის რესპუბლიკაში მაღალსართულიანი სახლები ერთი უცნაური გარემოების გამო არ არსებობს. მალდივის კანონების თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე იკრძალება იმაზე მაღალი ნაგებობის აგება, რომელიც კუნძულზე არსებულ ყველაზე მაღალ პალმაზე მაღალი იქნება.
* * *
8. „კატიუშა”-დ წოდებულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, რომელიც შიშისმომგვრელი საშინელი ხმით გამოირჩეოდა, – „სტალინის ორღანი” შეარქვეს.
* * *
9. სტატისტიკოსთა მტკიცებით, კანადის მოქალაქეების 70 % ევროპული წარმომავლობის მქონე ხალხია.
* * *
10. განგის მტკნარ წყლებში მობინადრე – „ინდური დელფინი” პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთ ეროვნულ სიმბოლოდ არის მიჩნეული. – (ავტორი გენია.ჯი)