მიხეილ მრევლიშვილი წერდა…
„ – იცოდე, საწუთროში ყველაფერი ჭკნება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიყვარული რჩეულთა საქმეა”.
* * *
„დღეს რად სტირი სახვალიოს?”
* * *
„სიყვარული სათუთი ნერგია, თუ არ მოუარე, გახმება და ეკლად იქცევა”.
* * *
„ – მისმინე, ბაიდურ, ქალს დედობა უნდა და ოჯახი სწყურია. ბუნებისგან ნაბრძანები აქვს – შვილი გაზარდოს და მამულს გამოადგეს, სუფრა გაშალოს, კეთილის მსურველს გაუხარდეს. კარში იყოს და ხალხი ასახელოს. სახლში იყოს და ალერსად დნებოდეს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხუცნი ამბობენ, სიყვარული ჭკნობაშიაც ტკბილიაო. და ჩვენ რა საბაბი გვაქვს, არ დავუჯეროთ მათ”.
* * *
„ცხოვრობს კაცი გულჩვილი და პატიოსანი. იქნებ ქათამიც არ დაუკლავს თავის ცხოვრების გრძელ მანძილზე. ჰყავს ცოლი, შვილი, მეგობრები, ნათესავები. დადიან ერთმანეთთან სტუმრად. შრომობენ და ერთმანეთის სიკეთით ცხოვრობენ. ჰყავთ ერთი კატა ოჯახში და სხვა არაფერი.
დაჰყრის, ახლა ციცუნია ცინდლებს. შეიკრიბება ოჯახი და არის ბჭობა და კამათი, აღარ იციან, სულ გადაყარონ კნუტები თუ ერთი მაინც შეუნარჩუნონ საწყალ ფისოს, გულშეწუხებული რომ დაწრიალებს ცინდლების გარშემო და თხოვნით ეტმასნება მუხლზე ოჯახის თავს, ბოლოს გადაწყვეტს მამა: „ყველა დავტოვოთო”, და დაიყოლიებს აბუზღუნებულ დედას. არის ოჯახში სიკეთე და სიამტკბილობა. გადარჩნენ ცინდლები სანაგვე ყუთს.
მაგრამ, აი, დაუძახებენ მეორე დღეს ოჯახის უფროსს სამხედროში. ჩააცმევენ უხეში შალის ფარაჯას, მისცემენ ხელში ავტომატს და დაცხრილავს ავტომატი სიმწრით გამოზრდილ დედისერთა ბალღებს. მიდის ოდესღაც ლმობიერი კაცი და წინ და უკან სიკვდილი მიჰყვება. ანგრევს აშენებულს და სწვავს. შენ თუ არ ესროლე, ის გესვრის და, ასე ჟლეტავენ ერთმანეთს და ანადგურებენ. ვისღა ახსოვს ოჯახი და კატის კნუტების სიბრალული”.