გალილეო გალილეი – „ეპიზოდი”
„არქიმედეს დროიდან მოყოლებული სამყაროს არ უნახავს ასეთი გენიოსიო”. – ამგვარი შეფასება გააკეთა თავის დროზე ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი ასტრონომისა და სწავლულის – გალილეო გალილეის (1564-1642 წლები) შესახებ ცნობილმა იტალიელმა დიდებულმა – გვიდობალდო დელ მონტემ. (ავტორი გენია.ჯი) ინკვიზიციისაგან დევნილმა და განაწამებმა მეცნიერმა პადუაში მოღვაწეობის ჟამს გაიცნო ვენეციის რესპუბლიკის მოქალაქეობის მქონე ქალი – მარინა გამბა, რომელზედაც რამდენიმე ხანში იქორწინა. მიუხედავად სამოქალაქო ქორწინებისა, წყვილს დიდი ხნის განმავლობაში ჯვარი არ ჰქონდა დაწერილი. ამ დროს კი მათ თანაცხოვრებაში ერთი ვაჟი – ვინჩენცო და ორი ქალიშვილი – ვირჯინია და ლივია გაუჩნდათ. და რადგანაც გალილეო და მარინა ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ ერთმანეთთან, მათი შილები უკანონო ქორწინების ნაყოფად (უკანონო შვილებად) იქნენ მიჩნეულნი. შედეგად, გენიალური იტალიელი სწავლულის ქალიშვილები იძულებული გახდნენ საერო ცხოვრებაზე უარი განეცხადებინათ და მონასტერში მოლოზვნებად აღკვეცილიყვნენ (ასეთი იყო იმდროინდელი წესი).
ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში გალილეომ შესძლო, იყო ის, რომ ვინჩენცოს კანონიერ შვილად აღიარებას მიაღწია. მაშინ პიზელი ასტრონომი 55 წლის ასაკში ანუ სიჭარმაგეში იმყოფებოდა უკვე. ყოველივე ამის შემდგომ, ვინჩენცომ მალევე შეირთო ცოლი, რომელთანაც ერთადერთი ვაჟი გაუჩნდა. შესაბამისად, გალილეოს თავისი სამი მემკვიდრისაგან მხოლოდ ერთი შვილიშვილი დარჩა შორეული შთამომავლობის გასაგრძელებლად. თუმცა, იგიც მოგვიანებით, მამიდების არჩეულ გზას დაადგა და სასულიერო ცხოვრებას მიჰყო ხელი.
მას შემდეგ, რაც ერესში დადანაშაულებული გალილეო წმინდა ინკვიზიციამ კანონგარეშედ გამოაცხადა, იგი არჩეტრის აგარაკზე გადასხალდა საცხოვრებლად. აღნიშნული აგარაკი სწორედ იმ მონასტრის სიახლოვეს მდებარეობდა, რომელშიაც იტალიელი სწავლულის ქალიშვილები მოღვაწეობდნენ. უფროსი ქალიშვილი – ვირჯინია, რომელიც გალილეის გამორჩეულად უყვარდა, ხშირად სტუმრობდა თავის მხცოვან მამას, ხოლო უმცროსი – ლივია კი მას არც ერთხელ არ სწვევია.
1642 წლის 8 იანვარს გალილეოს მრავალტანჯულმა გულმა ძგერა შეწყვიტა. მისი გარდაცვალების შემდეგ, გენიალური სწავლულის ფასდაუდებელ ნაშრომებს დიდი ხნის განმავლობაში გალილეის ერთადერთი შვილიშვილი ინახავდა. თუმცა, როდესაც იგი სასულიერო პირად მოექცა, სახელოვანი ბაბუის უნიკალური ნაღვაწი – „ღვთის გმობად” შეაფასა და ცეცხლს მისცა.
გალილეო გალილეის ერთადერთ შვილიშვილს გასაგები მიზეზების გამოისობით ცოლი არ შეურთავს და არც შვილი დაუტოვებია ამ ქვეყნად. შედეგად, ექსპერიმენტალური ფიზიკის ფუძემდებელი იტალიელი მეცნიერის შთამომავლობა შვილიშვილს იქით აღარ გაგრძელებულა. – (ავტორი გენია.ჯი)