ფრიდრიხ ჰეგელი – „ეპიზოდი”
დასავლური ფილოსოფიისა და გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი გერმანელი ფილოსოფოსი – გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი (1770-1831 წლები), ვის მიმართაც არასოდეს მალავდა თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას სახელოვანი თანამემამულე კოლეგა – არტურ შოპენჰაუერი, ისევე როგორც სხვა უამრავი ადამიანი, თავისი სისუსტეებით გამორჩეული მოაზროვნე გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ისიც, რომ პოლიტიკითა და ღვთისმეტყველებით დაინტერესებული ეს ინტელექტუალი ფილოსოფოსი სულ რაღაც ოციოდე წლის ასაკში გახდა ფილოსოფიის მაგისტრი.
ჰეგელის სისუსტეებს შორის სახელდებოდა – აზარტული თამაშებისადმი, ალკოჰოლისადმი და თამბაქოს მოხმარებისადმი მისწრაფება (ირწმუნებიან, რომ ფილოსოფოსი ერთობ ბევრ ალოკოჰოლურ სასმელს მიირთმევდაო). გარდა ამისა, იგი გამოირჩეოდა გონებაგაფანტულობითაც. აღნიშნული თვისების გამო ჰეგელი ქუჩაში რამდენჯერმე ფეხშიშველაც კი აღმოჩენილა, რადგან სახლში ფეხსაცმელების ჩაცმა გადაავიწყებოდა.
ყოველივ ამასთან ერთად, ფრიდრიხი ძალიან ძუნწი პიროვნებაც ყოფილა. იგი განსაკუთრებული მონდომებით იცავდა ეკონომიას, რის გამოც ფულს მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მოთხოვნილებისამებ ხარჯავდა. „სისულელის უმაღლესი მწვერვალი” – ასე მოიხსენიებდა ჰეგელი ფულის არამიზნობრივ და უყაირათო ხარჯვას. – (ავტორი გენია.ჯი)