რაულ ამუდსენი – „ეპიზოდი”

„პოლარული ქვეყნების ნაპოლეონად” წოდებული ერთ-ერთი უდიდესი ნორვეგიელი პოლარეთის მკვლევარი და მოგზაური – რაულ ამუდსენი (1872-1928 წლები), ბავშვობიდანვე ფიცხი და ფეთქებადი ხასიათით გამორჩეული პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მასზე თანატოლები ამბობდნენ, რომ გამოირჩეოდა ამპარტავნობით, რის გამოც ხშირად იყო ჩართული ხელდახელ ჩხუბში. ჩხუბი კი კარგი სპორტული აღნაგობით გამორჩეულ რაულს მართლაც რომ სანაქებო სცოდნია, რადგან მამა პატარაობიდანვე ავარჯიშებდა სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მათ შორის – ტანვარჯიშში. თუმცა არა მხოლოდ მას… რაულთან ერთად იენსმა (ამუდსენის მამა) სპორტით ასევე იმთავითვე დააკავა თავისი სამი ვაჟიშვილიც – იენსი, გუსტავი და ლეონი. შედეგად, ოთხივე ძმა შესანიშნავი ტანმოვარჯიშეებიც გამოსულან.

აქვე საყურადღებოა ის გარემოება, რომ რაულის უფროსი ძმა – იენს ამუდსენი მოგვიანებით საკმაოდ ცნობილ და სახელოვან გამომგონებლად იქცა. მის სახელთან ასოცირდება მარგარინისა და რძის ფხვნილის საწარმოებელი ახალი ტექნოლოგიების გამოგონება.

ამბობენ, ამუდსენი ასაკში შესვლასთან ერთად კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი ხასიათის მქონე გახდაო. ის კი არადა, უკიდურესად ფიცხი ბუნების გამო მას სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს – შეშლილადაც მოიხსენიებდნენო. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>