გალაკტიონ ტაბიძის მოგონებებიდან…

“დომინიკა ერისთავის ქალი უზის გაზეთ “ამირანის” რედაქციაში შემოსულ ხელნაწერებს.ხელთ უჭირავს ჩემი ლექსების რვეული.იგი გაოცებით მიყურებს.

- თქვენი არის ეს ლექსები?

- ჩემი გახლავთ,ქალბატონო!

- ძნელი დასაჯერებელია.თქვენ ხომ ბავშვი ხართ ჯერა.მაინც რამდენი წლისა ხარ?

- თოთხმეტის,ქალბატონო,მეთხუთმეტეში გადავდექი.

- პირველად მესმის,რომ თოთხმეტი წლის ბავშვი ასეთ მშვენიერ ლექსებსა სწერდეს.იშვიათი ლექსებია.

“მთვარე კაშკაშებს,ცა,მოფენილი მოციმციმეთა

ვარსკვლავთა გუნდით,

მშვიდად დაჰყურებს ძირს დედამიწას,გარშემოხვეულს

სქელი ბინდ-ბუნდით”. (ავტორი გენია.ჯი)

- კარგია.ძალიან კარგია,მაგრამ… თქვენ ხომ არ იქნებით წინააღმდეგი,ეს მეორე სტრიქონის სიტყვა “ბინდ-ბუნდი”,რომ შევცვალოთ “ბურუსით”?

- არა,ქალბატონო,წინააღმდეგი არა ვარ… მაგრამ არ ვიცი,რა ისეთი დიდი განსხვავებაა ბინდ-ბუნდსა და ბურუსს შორის?

- ბურუსი უფრო თანამედროვე სიტყვაა.

- ბინდ-ბუნდიც,ქალბატონო,უაღრესად თანამედროვეა.

დომინიკას შევამჩნიე,არ მოეწონა სიტყვის შებრუნება და მან სთქვა:

- ჩვენთან რედაქციაში ისეთი ხალხიცაა… დაიცა,დედა რას გეძახის სახლში? გალაკტიონს?

- არა,უბრალოდ,გატუნიას.

- ჰოდა ჩემო გატუნია! ჩვენთან რედაქციაში ისეთი ხალხიცაა,რომ შენისთანა ახალგაზრდებზე,რომ ამბობენ: ვუნდერკინდების ჩვენ არა გვჯერა რაო.დაიწყებენ მშვენივრად და უეცრად სულ ქრებიანო.მეორეც ისაა,რომ გაგიგებენ სემინარიაში და უსათუოდ გამოგრიცხავენ.მერე,გატუნია,რას ეტყვი დედაშენს? – და როდესაც დომინიკამ შემამჩნია,რომ დავღონდი,სთქვა:

 - არაფერია,დავბეჭდავთ,მხოლოდ სახელსა და გვარს მთლიანად არ მოვაწერთ,ბურუსი კი დარჩებაო.

მართლაც ლექსი მალე დაიბეჭდა.პირველ ლექსიდანვე ასე დამებედა.მას მერე ჩემი შვიდი ათასი ლექსი დაიბეჭდა,მაგრამ არც ერთი ისეთი,რომელშიც რედაქტორს,ან კორექტორს ან,სხვას შესწორება არ შეეტანოს. (ავტორი გენია.ჯი)