ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”
გერმანელი ნაცისტებისაგან დევნილი ფარდობითობის თეორიის წამომყენებელი ებრაული წარმომავლობის მქონე ერთ-ერთ უდიდესი ფიზიკოს-თეორიტიკოსი – ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წლები), ვინაც რელიგიის მიმართ ყოველგვარი ინტერესი ჯერ კიდევ თორმეტიოდე წლის ასაკში დაკარგა, საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ რამდენჯერმე ოფიციალურად მიიწვია მეგობრული ვიზიტით „წითელ იმპერიაში”. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა, აინშტაინმა შეთავაზებული მიწვევების მიღებაზე ყოველთვის ცივი უარი განაცხადა. „მე არ შემიძლია ვეწვიო ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს პარტიის დიქტატურასა და ტოტალიტარიზმსო”. – ასე ამართლებდა თავის გადაწყვეტილებას დიდი ფიზიკოსი. ფიზოკოსი, რომელიც ძლევამოსილ და ულმობელ საბჭოთა ბელადს – იოსებ სტალინს – „პოლიტიკურ განგსტერად” მოიხსენიებდა. – (ავტორი გენია.ჯი)