ვილჰელმ II – „ეპიზოდი”
1899 წლის 17 აგვისტოს გერმანიის უკანასკნელმა იმპერატორმა – ვილჰელმ II ჰოენცოლერმა თავის იახტაზე ქალთა სამოქალაქო უფლებების დამცველ ერთ-ერთ ამერიკულ ჯგუფს უმასპინძლა. (ავტორი გენია.ჯი) იმპერატორსა და ჯგუფის წევრებს შორის განსახილველი ძირითადი საკითხებიც, რაღა თქმა უნდა, ქალთა უფლებებსა და მათ დაცვას შეეხებოდა. ვილჰელმი ძველი წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების მიმდევარი პერსონა გახლდათ და მკაცრადაც იცავდა მათ. იგი მართებულად მიიჩნევდა იმ უუფლებო დგომარეობას, რომელიც „მშვენიერი სქესის” წარმომადგენლებს ეჭირათ იმ დროინდელ საზოგადოებაში. დისკუსიის დასრულების ჟამს, იმპერატორმა სტუმრებს თავისი საბოლოო დამოკიდებულება აღნიშნული საკითხის შესახებ ერთობ საინტერესო სიტყვით გააცნო: „ – მე აბსოლუტურად ვეთანხმები ჩემი მეუღლის მოსაზრებას. და, თქვენ იცით, რას ამბობს იგი? იგი ამბობს, რომ ქალი მხოლოდ და მხოლოდ ოთხი რამით უნდა დაკავდეს ცხოვრებაში – ბავშვებით, რელიგიით, სამზარეულოთი და ტანისამოსითო”. – (ავტორი გენია.ჯი)