ალექსეი ნავალნი – „ეპიზოდი”
„ის არსად არ მუშაობს, თუმცა ყიდულობს ძვირადღირებულ სახლებს რუბლიოვკაზე, ყიდულობს „რენჯ-როვერებს”, „ფერარებს”, „ტესლას”, ძვირფასი ბრენდის შვეიცარიულ საათებს, ხშირად მოგზაურობს, მთელი დღეების განმავლობაში სუფთა სისხლის არაბული ცხენებით დაჯირითობს. ზოგადად, ჩვენ ვიცით, რომ ამ პროფესიას – „კორუფციონერი მამის-შვილობა” ჰქვია. რუსეთში, ფაქტობრივად, ეს პროფესია სახელმწიფო სამსახურის რანგშია აყვანილი. მალე მათ სატარიფო კალათაშიც ჩასვამენ და პენსიასაც დაუნიშნავენ”. – დაპატიმრებამდე ცოტაოდენი ხნით ადრე ასეთი მრავლისმეტყველი განცხადება გააკეთა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა – ალექსეი ნავალნიმ მისი (და ზოგადად რომ ვთქვათ, კაცობრიობის) დაუძინებელი მტრის – პუტინის პრეს-მდივნის და ამ უკანასკნელის ავადსახსენებელი უახლოესი გარემოცვის წევრის – დიმიტრი პესკოვის ფრიად გაფეტიშებული ვაჟიშვილის – ნიკოლაი ჩოულზ პესკოვის შესახებ. იმ ნიკოლაისა, ვინაც სანამ ნამდვილი მამის გვარზე გადავიდოდა, მხოლოდ ბრიტანელი მამინაცვლის – ჩოულზის გვარის მატარებელი იყო. ახლა იგი მამის გვარსაც ატარებს და მამინაცვლისაც. – (ავტორი გენია.ჯი)
მამა-შვილი პესკოვები