ჯონ კუინსი ადამსი – „ეპიზოდი”

ამბობდნენ, ისე არავის ესმოდა რაოდენ დიდი სარგებელი მოჰქონდა დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, როგორც აშშ-ის რიგით მე-6 პრეზიდენტს – ჯონ კუინსი ადამსსო (1767-1848 წლები). ცნობილია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი დილით 5 საათზე იღვიძებდა. მიუხედავად სეზონისა, გაღვიძებისთანავე იღებდა ცივი წყლის აბაზანებს, რის შემდგომაც კითხულობდა რამდენიმე თავს ბიბლიიდან. (ავტორი გენია.ჯი) მცირეოდენი წავარჯიშების შემდგომ კი 6 მილის დისტანციაზე ყოველდღიურად აწყობდა სეირნობას ფეხით სუფთა ჰაერზე.

ჯანმრთელობის გაკაჟების პროცედურები ჯანმრთელობის გაკაჟები პროცედურებად და, შესანიშნავი ორატორული ხელოვნების მქონე ადამსს შთამომავლობასთან დაკავშირებული ერთობ საინტერესო კონცეფციაც გააჩნდა. აშშ-ის მე-6 პრეზიდენტის აღნიშნული კონცეფცია კი შემდეგში მდგომარეობდა:

„მე ვალდებული ვარ ვისწავლო პოლიტიკა და ომი, რათა ჩემმა შვილებმა შესძლონ ისწავლონ მათემატიკა და ფილოსოფია. ჩემი შვილები ვალდებული იქნებიან შეისწავლონ მათემატიკა, ფილოსოფია, გეოგრაფია, საბუნებისმეტყველო ისტორია, გემთმშენებლობა, ნავიგაცია, ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა იმისათვის, რომ მათ შვილებს შესაძლებლობა მიეცეთ შეისწავლონ სახვითი ხელოვნება, პოეზია, მუსიკა, არქიტექტურა, სკულპტურა, გობელენები და ფაიფური”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>