ჯორ ბერნარდ შოუ – „ეპიზოდი”
ნობელიანტი ირლანდიელი დრამატურგისა და რომანისტის – ჯორ ბერნარდ შოუს (1856-1950 წლები) პოპულარობა, როგორც დიდი ლიტერატორისა იმდენად მაღალი იყო საზოგადოებაში, რომ მოსვენება არ გააჩნდა თავისი შემოქმედების თაყვანისმცემლებისა და ჟურნალისტების მხრიდან. (ავტორი გენია.ჯი) ყოველივე ეს კი ასაკში შესულ ლიტერატორს ძალიან ღლიდა და ამასთანავე, თავსაც აბეზრებდა. მას შემდეგ, რაც შოუ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სოფელ აიოტ-სენტ-ლოურენსში არსებულ მამულში გადავიდა, საკუთარი ხელით ააგო 6 კვადრატული მეტრი ფართის მქონე ხის ფარდული, რომელიც სახლის სიახლოვეს არსებულ ულამაზეს ბაღში განათავსა. ირლანდიელმა დრამატურგმა თავის ახალ ქმნილებას (ფარდულს) შეგნებულად შეურჩია სახელი და „ლონდონი” უწოდა.
ჯორჯი ფარდულში დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა, რადგან სწორედ იქ ჰპოვებდა მისთვის ესოდენ სანატრელ სიმშვიდეს, მოსვენებასა და სულიერ ნეტარებას, რაც ასე აუცილებელი იყო მუშაობის პროცესისთვის. შედეგად, ოჯახის წევრებიცა და მოსამსახურეებიც სუფთა სინდისით იცილებდნენ თავიდან შოუს აბეზარ თაყვანისმცემლებს, ჟურნალისტებსა და ზოგადად, მისთვის არასასურველ პირებს. აბეზარი სტუმრების დასმულ კითხვებზე, სად იმყოფებოდა დრამატურგი, ისინი მუდამ ასეთ პასუხს იძლეოდნენ – „სამწუხაროდ, ბატონი შოუ ლონდონში იმყოფებაო!” – (ავტორი გენია.ჯი)
ჯორჯ ბერნარდ შოუ ფარდული „ლონდონი”-ს ფონზე