ოტო ფონ ბისმარკი – „ეპიზოდი”
გერმანიის იმპერიის ფუძემდებელი და პირველი რაიხსკანცლერი – ოტო ფონ ბისმარკი (1815-1898 წლები), ვისაც ცხოვრების ადრეულ ეტაპზე ადვილად ფეთქებადი ხასიათის გამო მეზობლებმა – „ცოფიანი” უწოდეს, ძალიან უკმაყოფილო გახლდათ თავისი უფროსი ვაჟიშვილით – ჰერბერტ ფონ ბისმარკით . (ავტორი გენია.ჯი) ოტოსათვის თავის ტკივილად იქცა მისი უსაქმურობა და ალკოჰოლიზმი. ამიტომაც დაასაქმა იგი სახელმწიფო სამსახურში, თუმცა უშედეგოდ: ჰერბერტი ისევ არ ღალატობდა ძველ მავნე ჩვეულებებს. „სამწუხაროდ, ჩემმა ვაჟმა ჩემგან მხოლოდ უარყოფითი თვისებები მიიღო მემკვიდრეობით და არა დადებითიო”, – წუხდა ხოლმე ახლობელთა წრეში „რკინის კანცლერი”.
მას შემდეგ, რაც ყოველივეთი გადაღლილმა ბისმარკმა ოფიციალურად დატოვა უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა (სახელოვანი მამის გადადგომისთანავე გამოეთხოვა სახელმწიფო სამსახურს მისი უფროსი ვაჟიშვილიც), მან თავის ყოფილ ქვეშევრდომებს აღტაცებულმა განუცხადა: „ – მომილოცეთ – კომედია დამთავრდა…” – (ავტორი გენია.ჯი)
ჰერბერტ ფონ ბისმარკი