ფაქტები კოღოების შესახებ…
1. მეცნიერთა მტკიცებით, ორფრთიანთა რიგის „ვამპირი-მწერები” – კოღოები, რომელთა 3 600 სახეობაცაა დღეისათვის გავრცელებული ბუნებაში, 243 მილიონის წლის წინათ გაჩნდნენ პირველად დედამიწაზე. პირველი კოღოები, რომელთა სახელწოდებაც გახლავთ – „ანიზინოდუსები”, თანამედროვე ეპოქის კოღოებისგან დიდად არ განსხვავდებოდნენ, თუმცა-კი მათზე გაცილებით დიდი ზომისანი იყვნენ (ისინი სიგრძით 5 – 6 სანტიმეტრს აღწევდნენ). – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. კოღოების სიცოცხლის ციკლი ერთობ ხანმოკლეა: მამრები 5 – 6 კვირის განმავლობაში ცოცხლობენ, მდედრებს კი მათთან შედარებით უფრო გაუმართლათ, რადგან ორჯერ ხანგრძლივი ვადით ძალუძთ სიცოცხლის შენარჩუნება. არის შემთხვევები, როდესაც მდედრ კოღოებს 3 თვეზე დიდი ხნის განმავლობაში უგრძელდებათ სასიცოცხლო ციკლი.
* * *
3. საინტერესოა ის გარემოება, რომ კოღოების ზოგიერთი სახეობა ადამიანის სისხლის მსგავსად იკვებება სხვადასხვა სახეობის ძუძუმწოვარი და წყალხმლეთა ცხოველების სისხლითაც. თქვენ წარმოიდგინეთ, გვხვდებიან ისეთი სახეობის კოღოებიც, რომლებიც თევზების სისხლსაც კი შეექცევიან.
* * *
4. ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანს მხოლოდ მდედრი კოღოები წოვენ სისხლს. მამრები მხოლოდ და მხოლოდ ნექტრით იკვებებიან. საერთო ჯამში, იმ სახეობის კოღოების რაოდენობა, რომლებიც ადამიანის სისხლს ეტანებიან, ბუნებაში სულ რაღაც 200-ია 3 600 სახეობიდან.
* * *
5. კოღოების ფრენის საშუალო სიჩქარე – 2 კილომეტრია საათში. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. კოღოები ფრთების მოძრაობის სისწრაფით გამორჩეული მწერებია (წამში 300 -600 ფრთის დარტყმა), რაც გამოსცემს კიდეც იმ გულისგამაწვრილებელ (წუილის) ხმას, რომელიც ასე დიდ დისკომფორტს იწვევს ადამიანში.
* * *
7. მდედრი კოღო საშუალოდ 30-დან 150 კვერცხამდე დებს.
* * *
8. კოღოები დედამიწის ყველა კონტინენტზე არიან გავრცელებული. მათ შორის – ანტარქტიდის ყინულოვან კონტინენტზეც კი.
* * *
9. კოღოს ბასრ ნესტარს ხარის სქელ ტყავშიც ძალუძს გაღწევა.
* * *
10. ერთადერთი ქვეყანა დედამიწაზე, სადაც სპეციალურად იქნა განადგურებული სრულად კოღოები – სინგაპურია. – (ავტორი გენია.ჯი)