იცით თუ არა, რომ?!
1. დაბალი სოციალური სტატუსის მქონე გარდაცვლილებს აცტეკები საკუთარი სახლის სიახლოვეს, ხშირად კედლის ძირშიაც მარხავდნენ. აი, მდიდრები და გავლენიანები კი სიკვდილის შემდგომ – კრემაციას ექვემდებარებოდნენ. აცტეკებს სწამდათ, რომ კრემაცია სამოთხეში მოხვედრის პირდაპირ და უმოკლეს გზას წარმოადგენდა მიცვალებულისთვის. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ერთადერთი წარმომადგენელი პტოლემეების სამეფო დინასტიიდან ეგვიპტის სამეფო ტახტზე, ვინაც ეგვიპტურად კითხვა და წერა შეისწავლა, „ფარაონთა ქვეყნის”ლეგენდად ქცეული მმართველის ქალი – კლეოპატრა იყო.
* * *
3. ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, აბსენტის დალევას გენიალური ნიდერლანდელი მხატვარი – ვინსენტ ვან გოგი მისმა ფრანგმა კოლეგამ – ანრი დე ტულუზ-ლოტრეკმა დააჩვია.
* * *
4. ველოსიპედის მოპარვა – ნორვეგიის სამეფოში მძიმე დანაშაულის ერთ-ერთ კატეგორიას მიეკუთვნება.
* * *
5. ოქრო – დედამიწზე არსებულ ყველა კონტინენტზე იქნა აღმოჩენილი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. დიდ ფრანგ მხედართმთავარსა და საფრანგეთის იმპერატორს – ნაპოლეონ ბონაპარტს საკუთარი სახელისა და გვარის წარმოთქმა მშობლიური, კორსიკული დიალექტით უყვარდა – ნაპოლეონე ბონაპარტე.
* * *
7. იაპონიის კონსტიტუციის მეორე თავში შავით თეთრზე წერია, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ უარს ამბობს ომის წარმოებაზე.
* * *
8. ეგვიპტის უძველეს ისტორიაში არსებობდა პერიოდი, როდესაც კატის კონტრაბანდა (ქვეყნიდან გაყვანა) დანაშაულად მიიჩნეოდა – სიკვდილით ისჯებოდა.
* * *
9. სარაინდო ტურნირები, რომლებიც შუა საუკუნეების ევროპაში ეგზომ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თანამედროვე ეპოქის მერილენდის შტატში (აშშ) – სპორტის ოფიციალურ სახეობად არის მიჩნეული.
* * *
10. „ჩაის საერთაშორისო დღე” – დაარსებული იქნა „გაეროს გენერალური ასამბლეის” მიერ 2019 წელს. იგი ყოველი წლის 21 მაისს აღინიშნება. – (ავტორი გენია.ჯი)