ვირჯინია ვულფი – „ეპიზოდი”
დიდ ინგლისელ მწერალ და ფემინისტ ქალზე – ადელაინ ვირჯინია ვულფზე (1882-1941 წლები) ბავშვობის ჟამს ამაზრზენი სექსუალური ძალადობის აქტის მცდელობას ჰქონდა ადგილი. 6 წლის ასაკში მყოფი გოგონას გაუპატიურება, რაოდენ გაუგონარიც არ უნდა იყოს, მისივე გარყვნილმა ბიძაშვილებმა სცადეს… (ავტორი გენია.ჯი) ამ ტრაგიკულმა მოვლენამ ვულფი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. ის კი არადა, ადელაინს იმდენად საშინელი მოგონებები დაუტოვა ბიძაშვილების ძალადობამ, რომ მას შემდეგ უკიდურესად შესძაგდა ყოველგვარი ფიზიკური სიახლოვე ადამიანებთან. მათ შორის – ხელის ჩამორთმევა ვისმესთვის და გულწრფელად მეგობრული ჩახუტება თუნდაც უახლოესი ადამიანის მხრიდან.
ასაკის მატებასთან ერთად, ინგლისელ ლიტერატორ ქალს სმენითი ჰალუცინაციებიც განუვითარდა, თუმცა უკანასკნელი დარტყმა მას მაინც გერმანელი ნაცისტების მიერ 1941 წელს წარმოებულმა დაბომბვათა სერიამ მიაყენა. „ლუფტვაფე”-ს სასტიკმა დაბომბვამ მაშინ ვირჯინიას სახლი პირისაგან მიწისა აღგავა და გაანადგურა. სწორედ ამ მოვლენის შემდეგ დაკარგა მან საბოლოოდ ნორმალური აზროვნების უნარი და იმისათვის, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ მომხდარიყო, მდინარე უზში დაიხრჩო თავი. – (ავტორი გენია.ჯი)