ჰერბერტ უელსი – „ეპიზოდი”
„დიდი მექალთანე” – ასეთი სახელი დაუმკვიდრეს თავის დროზე გამოჩენილ ინგლისელ მწერალსა და პუბლიცისტს – ჰერბერტ ჯორჯ უელსს (1866-1946 წლები) მისმა თანამედროვე ავტორებმა. მრავალრიცხოვანი საყვარლების ტყვეობაში მყოფი ლიტერატორი სამაგალითო ქმრის სტატუსით არასოდეს არ სარგებლობდა (ცნობისთვის, იგი ორჯერ გახლდათ დაქორწინებული). (ავტორი გენია.ჯი) ეს გარემოება არა მხოლოდ უელსის ახლობელთათვის იყო ცნობილი, არამედ ყველასთვის „ნისლიან ალბიონზე”.
1936 წლის 21 სექტემბერს ინგლისმა თავისი სახელოვანი შვილის – ჰერბერტ უელსის 70 წლის იუბილე აღნიშნა. საზეიმო საღამოზე სხვა მრავალი ცნობადი გამომსვლელის მსგავსად, სიტყვით წარდგა იუბილარის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, გენიალური ინგლისელი დრამატურგი – ჯორჯ ბერნარ შოუ, რომელმაც თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვით დაასრულა: „ – ჰერბერტ უელსი გახლავთ შესანიშნავი შვილი… შესანიშნავი მამა… შესანიშნავი ძმა და შესანიშნავი ბიძა… შესანიშნავი ნათესავი… შესანიშნავი მეგობარი…” – ერთადერთი ეპითეტი, რაც მაშინ შოუს შეგნებულად არ გამოუყენებია, გახლდათ „შესანიშნავი მეუღლე”, რადგან ჰერბერტის უახლოესმა მეგობარმა ძალიან კარგად უწყოდა, რაოდენ „შესანიშნავ მეუღლესაც” წარმოადგენდა იგი სინამდვილეში.
დარბაზში ამ გარემოებამ, გასაგები მიზეზეიბის გამოისობით, თავშეკავებული სიცილი გამოიწვია. – (ავტორი გენია.ჯი)
ჯორჯ ბერნარდ შოუ