იცით თუ არა, რომ?!
1. ტერმინი – „გენოციდი”-ს ავტორი გახლავთ პოლონელი იურისტი – რაფაელ ლემკინი. აღნიშნულმა ტერმინმა საერთაშორისო სამართლებლივი სტატუსი 1948 წელს შეიძინა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. რომის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც იმპერატორი მამისგან ძალაუფლება ბიოლოგიურ შვილს გადაეცა, I საუკუნეში იქნა დაფიქსირებული. მაშინ ვესპასიანე მისმა უფროსმა ვაჟიშვილმა – ტიტუსმა ჩაანაცვლა საიმპერატორო ტახტზე.
* * *
3. უკვდავი რომანის – „დონ კიხოტის” გენიალური ესპანელი ავტორი – მიგელ დე სერვანტეს საავედრა, კათოლიკურმა ეკლესიამ ორჯერ განკვეთა ეკლესიისგან. ცნობისათვის, „დონ კიხოტზე” მუშაობა ავტორმა სევილიის ციხეში ყოფნის ჟამს – 58 წლის ასაკში დაიწყო.
* * *
4. ებრაული წარმომავლობის მქონე ერთ-ერთი უდიდესი რუსი პეიზაჟისტის მხატვარი – ისააკ ლევიტანი, მოსკოვში მოღვაწეობის ჟამს ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. საინტერესოა ის გარემოება, რომ ნაქირავებ ბინაში ცხოვრებისას მას არც ერთხელ ნაღდი ფულით არ გაუსწორებია ანგარიში ბინის მეპატრონისათვის. ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე, ხელოვანი მას ანგარიშს თავისივე ჩანახატების მიცემის მეშვეობით უსწორებდა.
* * *
5. ელ გრეკოდ წოდებულ ბერძნული წარმომავლობის მქონე გენიალურ ესპანელ მხატვარს – დომენიკოსი თეოტოკოპულოსს – 22 წლის ასაკში უკვე იმდენად ჰქონდა სახელი განთქმული დიდებული მხატვრისა, რომ მას „მაესტრო დომენიკოს” ეძახდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ, თავისი უკვდავი ლიტერატურული ქნილება – „ფაუსტი”, 80 წლის ასაკში დაწერა.
* * *
7. გვიანი აღორძინების ხანის ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ ფერმწერს – ტინტორეტოს, რომელსაც ერთობ ფიცხი და ფეთქებადი ხასიათი გააჩნდა, – „ბრაზიანი” უწოდეს მეტსახელად მშობლიურ ქალაქ ვენეციაში.
* * *
8. ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში მდებარე პოლარულ არქიპელაგზე – შპიცბერგენზე, წეილწადში არსებული 365 დღიდან – 120 დღის განმავლობაში გრძელდება პოლარული დღე, ხოლო 127 ღამის განმავლობაში – პოლარული ღამე.
* * *
9. კალიფორნიის შტატის ქალაქ ბევერლი-ჰილზში (აშშ) არსებული „ბევერლი-ჰილზის საშუალო სკოლა” იმით გამოირჩევა სხვა საშუალო სკოლებისგან, რომ მის მფლობელობაში, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, დღემდე იმყოფება 19 ნავთობის ჭაბურღილი, რომლის შემოსავალი ყოველწლიურად – 300 000 ამერიკულ დოლარს აჭარბებს.
* * *
10. „სიგნალიზაცია” – „ამომავალი მზის ქვეყნის” შვილების – იაპონელების გამოგონებათა რიცხვს მიეკუთვნება. – (ავტორი გენია.ჯი)