ედვარდ მუნკი – „ეპიზოდი”
გენიალური ნორვეგიელი მხატვარი და გრაფიკოსი – ედვარდ მუნკი (1863-1944 წლები) ძალიან ღიზიანდებოდა და ბრაზდებოდა, როდესაც მის მიერ დახატულ სურათს ვინმე უპატივცემულოდ და არასათანადოდ მოეპყრობოდა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, მასში უკმაყოფილებას იწვევდა ისიც, თუ მუნკის ნახატს შესაფერის ადგილს არ მიუჩენდნენ კედელზე. ასეთ შემთხვევაში ედვარდი თავად უხდიდა ფულს მისი ნაწარმოებების მფლობელებს და უკანვე იბრუნებდა მათ. თუმცა, ყველაზე მეტად ედვარდს მაინც ის აღიზიანებდა, როდესაც შეიტყობდა, რომ მუნკის ნახატის მფლობელი (რა გასაჭირიც არ უნდა დასდგომოდა მას) მის მიერ დახატულ სურათს შეელეოდა და სხვას მიჰყიდდა. „ნუთუ სხვა რამის გაყიდვა არ შეეძლო? თუნდაც თავისი ძველი ტანისამოსისო!” – ასე გამოხატავდა ხოლმე თავის უკმაყოფილებას ავტორი. – (ავტორი გენია.ჯი)