ონორე დე ბალზაკი – „ეპიზოდი”
მსოფლიო ლიტერატურის თვალმარგალიტად ქცეული დიდი ფრანგი მწერალი – ონორე დე ბალზაკი (1799-1850 წლები), სამუშაოდ ერთობ უცნაურ ხერხს მიმართავდა. (ავტორი გენია.ჯი) თავის უკვდავ რომანებს იგი მხოლოდ და მხოლოდ ღამის საათებში თხზავდა. ამ დროს, ყავის განსაკუთრებულად მოყვარული ბალზაკის სამუშაო კაბინეტში სქელი ფარდები ისე საგულდაგულოდ და მჭიდროდ იყვნენ ჩამოშვებულნი, რომ გათენების შემთხვევაში მათში მზის არც ერთ სხივს არ გაეღწია. სამაგიეროდ, მუშაობის პროცესში ყოველ ჯერზე ფრანგი ლიტერატორის ოთახს შანდლებში განთავსებული 6 სანთელი ანათებდა. რაც თავის მხრივ, სრულიად საკმარისი იყო მისთვის.
ონორე მიიჩნევდა, რომ ღამე მას ყველაზე კარგ საშუალებას აძლევდა შეუწყვეტლივ ემუშავა ყოველგვარი შეზღუდვებისა და ყოველგვარი ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე. ის კი არადა, ასეთ დროს „ადამიანური კომედიის” ავტორი თავის სამუშაო კაბინეტში არსებულ საათის ისრებსაც უნაცვლებდა ადგილს, რათა დღე ღამედ „ქცეულიყო” და პირიქით, ღამე – დღედ. – (ავტორი გენია.ჯი)