ვალენტინ სეროვი – „ეპიზოდი”

სახვით ხელოვნებაში პორტრეტული ჟანრის რუსი დიდოსტატი მხატვრის – ვალენტინ სეროვის (1865-1911 წლები) დედა – ვალენტინა სეროვა, პირველ რუს პროფესიონალ მუსიკოს ქალს წარმოადგენდა. საინტერესოა ის გარემოება, რომ გენიალურმა ილია რეპინმა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტილოზე – „მეფის ასული სოფია”, მუშაობის პროცესში სწორედ რომ ვალენტინა გამოიყენა მოდელად. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, ამას გარდა, რეპინმა სეროვის დედა კიდევ რამდენიმე ტილოზეც გამოსახა.

დაახლოებით 1900 წელს, დიდი ავტორიტეტის მქონე ვალენტინ სეროვმა იმპერატორის – ნიკოლოზ II რომანოვის პორტრეტი დახატა. ოფიცრის ქურთუკით მოსილი რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი პორტრეტის ავტორმა სურათზე ერთობ გულჩათხრობილი და სევდიანი სახით წარმოადგინა. თუმცა კი, მხატვრის ტილომ მოწონება მაინც დაიმსახურა…

დიდი სოციალისტური რევოლუციის მიმდინარეობისას (1917 წელი) სეროვის მიერ დახატული ნიკოლოზ მეორის პორტრეტი უვიც ჯარისკაცთა ბრბოს ჩაუვარდა ხელში. ამ გამძვინვარებულმა ბრბომ იმპერატორის ჯავრი ნიკოლოზის პორტრეტზე იყარა: სურათზე გამოსახულ ნიკოლოზს ჯერ თვალები დათხარეს, შემდეგ მოზრდილ ნაკუწებად აქციეს და ბოლოს, დანაკუწებული ნაწილები ერთმანეთში გაინაწილეს (ცნობისთვის, დღეისათვის ამ პორტრეტის ასლიღაა ჩემორჩენილი). ამ შემთხვევაში ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ იმპერატორის დანაკუწებული პორტრეტის ერთ-ერთი ნაწილი წილად ხვდა სკანდალურად ცნობილი ციმბირელი გლეხის – გრიგოლ რასპუტინის მკვლელს – ფელიქს იუსუპოვს. – (ავტორი გენია.ჯი)

„მეფის ასული სოფია” (ილია რეპინი)

ვალენტინა სეროვა (ილია რეპინი)

ნიკოლოზ II რომანოვის პორტრეტი (ვალენტინ სეროვი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>