იმანუელ კანტი – „ეპიზოდი”
გერმანული კლასიკური ფილოსოფიის თვალმარგალიტად ქცეული – იმანუელ კანტი (1724-1804 წლები), ვისი სიმაღლეც სულ რაღაც 157 სანტიმეტრი იყო, უამრავი უცნაური თვისებით შემკულ პერსონას წარმოადგენდა (თავის უცნაურობებს იგი – „მაქსიმებად” მოიხსენიებდა). (ავტორი გენია.ჯი) კენინსბერგის ყველაზე საპატიო მოქალაქე დიდი სიმკაცრით იცავდა მის მიერვე შემუშავებულ ყოველდღიურ დღის წესრიგს, რამაც სწავლულს საშუალება მისცა კიდეც არა მხოლოდ ყოველგვარი ავადმყოფობის გარეშე განევლო ცხოვრება, არამედ ხანგრძილვადაც ეცოცხლა (იმანუელი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა). კანტი ყოველთვის დილის 5 საათზე იღვიძებდა. დაძინებით კი საღამოს 22:00 საათზე იძინებდა. „როცა ძილი თავისი ნებით არ მოდის, ის ძალით უნდა მოიყვანოო”, – ამბობდა იგი. დღეში მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ სადილობდა. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც გერმანელი ფილოსოფოსი მინიმუმ ხუთ და მაქსიმუმ ცხრა ადამიანთან ერთად ტრაპეზობდა. დროის სხვა მონაკვეთებში გერმანელი მოაზროვნე ყავასა და ჩაის შეექცეოდა.
სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფ იმანუელს სიბერისათვის დამახასიათებელი სუსტი აზროვნება დასჩემდა. მიუხედავად ამისა, ის იმდენად დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა, რომ მაინც განსაკუთრებული მოწიწებითა და პატივისცემით ექცეოდნენ მშობლიური ქალაქის მოქალაქეები. მათ შორის, უნივერსიტეტის ინტელექტუალი პროფესორ-მასწავლებლები. გარდაცვალების შემდგომაც, კანტს სათანადო პატივი მიაგო მისთვის ეგზომ საყვარელი კენინსბერგის მადლიერმა მოსახლეობამ. – (ავტორი გენია.ჯი)