ფრიდრიხ ნიცშე – „ეპიზოდი”
„საყოველთაო სიყვარულის ობიეტად ქცევა თუ სურდა ღმერთს, უპირველეს ყოვლისა, მას უნდა დაეტოვებინა მართლმსაჯულების განმახორციელებელი უმაღლესი მოსამართლის თანამდებობა: მოსამართლე, თუნდაც იგი გულმოწყალე იყოს, არ არის სიყვარულის საგანი”. - ასე მსჯელობდა ღმერთის შესახებ თავისი ათეისუტური მსოფლმხედველობით გამორჩეული გერმანელი ფილოსოფოსი – ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე (1844-1900 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ნიცშე, ვისაც მშობლებმა სახელად – „ფრიდრიხი” თავის დროზე პრუსიის მეფის – ფრიდრიხ ვილჰელ IV ჰოენცოლერნის საპატივცემულოდ დაარქვეს, რადგან მათი ვაჟიშვილი სწორედ იმ თვესა და რიცხვში (15 ოქტომბერი) მოევლინა ქვეყნიერებას, რომელშიაც დაიბადა პრუსიელი მონარქი.
ნიშანდობლი ფაქტია, რომ თავისი ცხოვრების უკანასკნელი 31 წლის განმავლობაში ნიცშეს არც ერთი ქვეყნის მოქალაქის სტატუსი არ გააჩნდა. თავის დროზე მან ნებაყოფლობით თქვა უარი მშობლიური ქვეყნის – პრუსიის სამეფოს მოქალაქეობაზე, რომელსაც იგი დაბადებითგანვე ფლობდა. – (ავტორი გენია.ჯი)