ლუის კეროლი – „ეპიზოდი”

დიდი ინგლისელი მწერალი და ავტორი საყოველთაოდ ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებისა – „ალისა საოცრებათა ქვეყანაში” – ჩარლზ ლუტვიდჯ დოდჯსონი (1832-1898 წლები), იგივე – ლუის კეროლი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ამას მოწმობს ისიც, რომ ლიტერატურითა და ფილოსოფიით გატაცებული კეროლი „ზუსტ მეცნიერებად” წოდებული მათემატიკის ღრმა მცოდნესაც წარმოადგენდა. ის კი არადა, ინგლისელი მწერალი რამდენიმე ხნის განმავლობაში ოქსფორდის დიდებულ უნივერსიტეტშიაც ატარებდა ლექციებს მათემატიკაში.

ცნობილია ისიც, რომ მან 11 წიგნი მიუძღვნა მათემატიკის საკითხებს, ერთით ნაკლები, ვიდრე ლიტერატურული ნაწარმოებები (სულ მწერალმა 12 ლიტერატურული ქმნილება დაწერა). თუმცა კი საგულისხმოა, რომ ლიტერატურული ნაწარმოებებისაგან განსხვავებით, მის წიგნებს მათემატიკაზე, ავტორისთვის არანაირი წარმატება არ მოუტანიათ.

ლუის კეროლის ცხოვრებაში ისეთი ეტაპიც ყოფილა, როდესაც ფოტოხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებულს პროფესიად – ფოტოგრაფობა მოუნდომებია. 12 წლის განმავლობაში მომავალ ლიტერატორს 3 000 ფოტოც გადაუღია, თუმცა თავისი საბოლოო არჩევანი მაინც ლიტერატურული მოღვაწეობისთვის მიუნიჭებია. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>