არისტოტელე – „ეპიზოდი”
არისტოტელე პლატონის ერთ-ერთ უსაყვარლეს და გამორჩეულ მოწაფეს წარმოადგენდა. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მათ შორის იმდენად ახლომეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა დროთა განმავლობაში, რომ არისტოტელეს პლატონის აკადემიის მომავალ ხელმძღვანელადაც კი მოიაზრებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ასეთი დამკვიდრებული აზრისა, პლატონის გარდაცვალების შემდგომ (ძვ.წ.აღ-ით 347 წელი) არისტოტელე მაინც არ გამხდარა აკადემიის ხელმძღვანელი, რადგან იგი არ იზიარებდა პლატონის რიგ ფილოსოფიურ ტრაქტატებში მოყვანილ მსოფლმხედველობას. მოგვიანებით, ალექსანდრე მაკედონელის უშუალო დახმარებით, არისტოტელემ თავად გახსნა ლიცეუმი. თუმცა, ლიცეუმის საზეიმო გახსნის სიხარულმა დიდხანს არ გასტანა, რადგან იმავე წელს აღესრულა გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსის მეუღლე – პითია. პითიას გარდაცვალებიდან დიდი დრო არ იყო გასული, როცა ახლადდაქვრივებულმა მამაკაცმა სასიყვარულო რომანი გააბა თავისივე თანაქალაქელ მონა გოგონასთან – ჰერპილისთან. ისტორიკოსთა მტკიცებით, მონის სახით ჰერპილისი ფილოსოფოსს მაკედონიის სამეფო კარს უჩუქებია თავის დროზე.
რამდენიმე ხანში არისტოტელემ ქალი მონობიდან გაანთავისუფლა და მალევე მასზე იქორწინა კიდეც. წყვილის ერთ-ერთი ვაჟიშვილი – ნიკომაქე, ვისაც არისტოტელემ სახელი თავისი მამის საპატივცემულოდ დაარქვა და, ვინაც განსაკუთრებულად უყვარდა მას, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ახლგაზრდობის ჟამს გამოეცალა ხელიდან: ნიკომაქე ერთ-ერთი ბრძოლის მიმდინარეობისას განგმირა მტრის მახვილმა. ამიტომაც უწოდებია მას მოგვიანებით თავისი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ფილოსოფიური ნაშრომისთვის – „ნიკომაქეს ეთიკა”. – (ავტორი გენია.ჯი)