დიოგენე – „ეპიზოდი”
სკანდალური გამოხდომებით ცნობილი გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსი – დიოგენე სინოპელი (ძვ.წ.აღ-ით 412-323 წლები), საზოგადოებაში ძველთაგანვე დამკვიდრებული ტრადიციების წინააღმდეგ ყველაზე ღია გამომსვლელი იყო. ხშირად – უხამსო და ამორალური ფორმებითაც კი. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, იგი არ ერიდებოდა პირდაპირ ათენის ბაზრის შუაგულში ჭამას, რაც არ გახლდათ მიღებული იმ პერიოდში. იძინებდა იქ, სადაც მოესურვებოდა. მათ შორის – შუა ქუჩაშიაც.
დიოგენეს ცინიზმი და კრიტიკა მის უამრავ თანამოქალაქეს დაატყდა თავს. მათ შორის, მსოფლიო ფილოსოფიის ისეთ ტიტანსაც, როგორიც გახლდათ დიდად ერუდირებული – პლატონი. ამ უკანასკნელს არა მხოლოდ მძაფრად აკრიტიკებდა იგი, არამედ ხშირად პლატონის აკადემიაში გამართულ ლექციებსაც კი უშლიდა: პლატონის ლექციაზე დიოგენეს ყოველთვის თან მიჰქონდა საკვები, რომელთაც სპეციალურად ისე ხმამაღლა შეექცეოდა, რომ მოწაფეებს ყოველგვარ ყურადღებას უფანტავდა. – (ავტორი გენია.ჯი)