კლავდიუსი – „ეპიზოდი”

იმპერატორი – კლავდიუსი (ძვ.წ.აღ-ით 10 – ახ.წ.აღ-ით 54 წლები) იმ ერთ-ერთ უიშვიათეს მმართველს წარმოადგენდა რომის იმპერიის ისტორიაში, ვინაც არც ერთხელ არ ყოფილა შემჩნეული მამაკაცებთან „რომანტიკულ” ურთიერთობებში. სოდომიის საშინელ და ამაზრზენ ცოდვას არიდებული კლავდიუსი უპირატესობას იმთავითვე „მშვენიერი სქესის” წარმომადგენლებს ანიჭებდა, რაც დიდ გაკვირვებას იწვევდა „მარადიული ქალაქის” მკვიდრებში. იმ ეპოქების რომში ხომ სოდომია ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. მითუმეტეს მბრძანებლებში. ამიტომაც არ უჩენდა არანაირ დისკომფორტს კლავდიუსის წინამორბედებს სოდომიის ამორალურ ცოდვაში ფეხის ჩადგმა და ისინი მრავარიცხოვანი „მამრობითი სქესის” საყვარელთა სიუხვითაც გამოირჩეოდნენ.

აღნიშნული გარემოების გამო, კლავდიუსს მისი არაკეთილმოსურნეები ცინიკურად დასცინოდნენ. კრიტიკოსთა შორის განსაკუთრებით მაინც იმპერატორის მოძულე ძველ რომაელი პოეტები და მწერლები გამოირჩეოდნენ. ისინი კლავდიუსის შესახებ ირონიულად შენიშნავდნენ, რომ რომანტიკული ურთიერთობების გაბმა მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლებთან, მალე მას თავად დაამსგავსებდა – ქალს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>