ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – „ეპიზოდი”
ბილიარდის თამაშზე უზომოდ შეყვარებული გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორისა და პიანისტის – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის (1756-1791 წლები) ერთ-ერთ ყველაზე დიდ გატაცებას – ძილი წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ბიოგრაფების მტკიცებით, ხელოვანს იმდენად ღრმა ძილი სცოდნია, რომ მისი იძულებითი გაღვიძება თითქმის შეუძლებელი რამ გახლდათ. ერთადერთი, რასაც იგი ელვისებურად გამოჰყავდა თურმე ღრმა ძილის ბურანიდან, მუსიკალური აკორდების ჟღერადობის ხმა იყო. სხვა საშუალებით კომპოზიტორს უბრალოდ ვერას დიდებით ვერ აიძულებდით საწოლიდან წამომდგარიყოო, – ირწმუნებოდნენ მოცარტის ახლობლები. – (ავტორი გენია.ჯი)