ნაზიმ ჰიქმეთი – „ეპიზოდი”
თურქული რევოლუციური პოეზიის ფუძემდებლად ქცეული დიდი თურქი პოეტი და პროზაიკოსი – ნაზიმ ჰიქმეთი (1902-1963 წლები), უმეტესწილად თეთრი ფერის მქონე შარვლებს ატარებდა, რადგან განსაკუთრებით უყვარდა „შეურყვნელ ფერად” წოდებული თეთრი შარვლით საზოგადოებაში გამოჩენა. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება, რომ ჰიქმეთი თეთრი ფერის შარვლებს შემოქმედებითი მოღვაწეობის დროსაც აქტიურად გამოიყენებდა ხოლმე. ასე მაგალითად: როდესაც პოეტს მუზა ეწვეოდა და ხელთ ქაღალდი არ ჰქონდა, ნაზიმი სუფთა ფურცლის ფუნქციას სწორედ რომ იმ თეთრ შარვალს ასრულებინებდა, რომელიც მას ემოსა, რადგან მასზე წერდა იგი თავის დიდებულ პოეტურ სტრიქონებს. – (ავტორი გენია.ჯი)