ნიკოლა პუსენი – „ეპიზოდი”

სახვით ხელოვნებაში კლასიციზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფრანგი მხატვარი – ნიკოლა პუსენი (1594-1665 წლები), ვინაც თავისი აქტიური შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი რომში გაატარა, იტალიური მხატვრობის დიდად მოტრფიალე პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) პოლ სეზანის, ჟაკ-ლუი დავიდისა და ჟან-ოგიუსტ-დომინიკ ენგრის შთაგონების მთავარ წყაროდ ქცეული ფრანგი ფერმწერი იტალიელ კოლეგებში განსაკუთრებულად მაინც რაფაელ სანტის, გვიდო რენისა და ანიბალე კარაჩის უკვდავი შემოქმედებებით იყო აღტაცებული. თუმცა არსებობდა ისეთი გენიალური იტალიელი მხატვარიც, რომელიც მას განსაკუთრებულადვე სძულდა. და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, პუსენისათვის საძულველ იტალიელ შემოქმედს წარმოადგენდა სკანდალური გამოხდომებით ცნობილი, თუმცა კი გენიალური მილანელი მხატვარი – მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო. ფრანგი მხატვრის სიძულვილი XVII საუკუნის ევროპული სახვითი ხელოვნების რეფორმატორად აღიარებული მიქელანჯელოს მიმართ იმდენად მაღალი ყოფილა, რომ ერთხელ კოლეგების წრეში თავისი დამოკიდებულება შემდეგი სიტყვითაც კი გამოუხატავას – „კარავაჯო იმისთვის მოევლინა ქვეყნიერებას, რომ სახვითი ხელოვნება ერთხელ და სამუდამოდ გაენადგურებინაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კარავაჯო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>