ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„კაცი თუ კაცად არ ვარგა, რჯული ვერ უშველის”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ბევრი შვილი უნდა ვიყოლიოთ, თუ გვსურს, რომ ერი გადავარჩინოთ.
- ვინცა მყავს, ლამის ისინიც გავყიდო ამ შიმშილობაში, – დაიკვნესა ტანდაბალმა კაცმა, ბიჭები რომ ყარაულას ეძახდნენ ზედმეტ სახელად”.
* * *
„მეფეს თუ პორფირის ქვეშ რკინის გული არ უცემს, თავისიანები დაღუპავენ, სხვანი თუ არა. ეს იმიტომ, რომ მხდალი და ლაჩარი, რბილი და დამთმობი არავის უყვარს. ქართველებს შეუპოვრობა სჩვევიათ ოდითგან და მეფეშიც შეუპოვრობას აფასებენ”.
* * *
„ვისაც ხალხი უყვარს, ღმერთიც მის მხარეზე ყოფილა თურმე”.
* * *
„ – ყველა რომ ისჯებოდეს, ქვეყნად საკაცეთი გადაშენდებოდა.
- გამოდის, რომ დაუსჯელად დადიან დასჯის ღირსნი?
- ზოგი, კი! დაუსჯელნი იმად დაიდან, ღმერთს არ უყვარს დიდი სიმკაცრე.
- მე როგორც ვხედავ, ყველაზე დიდი დამნაშავენი დაუსჯელნი რჩებიან და ამაყად დააბიჯებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა ქართველს ერთი პირი რომ ჰქონდეს, გარეშე მტერი ვერას დაგვაკლებს”.
* * *
„მოთმინებას მიჩვეული შვილი არ აგრძნობინებს ხოლმე მამას მშიაოა, უკეთუ მამას უფრო მეტად შია და სწყურია”.
* * *
„ – ხალხი ხშირად უღირს უფრო მეტად აფასებს, ვიდრე ღირსეულს. განგებ კი არა, ბრმა არის და იმიტომ ჩადის”.
* * *
„სისასტიკის მსხვერპლნი ხშირად სიკეთის მსურველნიც ხდებიან თურმე”. – (ავტორი გენია.ჯი)