პაოლო ვერონეზე – „ეპიზოდი”
ვენეციური სახვითი სკოლის ერთ-ერთი ტიტანი - პაოლო კალიარი (1528-1588 წლები), ცნობილი როგორც – პაოლო ვერონეზე, ვინაც განსაკუთრებით აღმერთებდა ტიციანო ვეჩელის უკვდავ შემოქმედებას, 1566 წლის აპრილის თვეში თავისი მასწავლებლის – ანტონიო ბადილეს ქალიშვილზე – ელენეზე დაქორწინდა. (ავტორი გენია.ჯი) წყვილს თანაცხოვრებაში 4 შვილი გაუჩნდა, რომელთაგანაც 2 მათგანი – კარლო და გაბრიელი მამის მსგავსად სახელოვან მხატვრებად იქცნენ. თუმცა კი, მისებრ მაინც ვერ გაიბრწყინეს. ზოგადად რომ ვთქვათ, პაოლოს შვილების გარდა, მისი რამდენიმე უახლოესი ნათესავიც ცნობილ მხატვრებს წარმოადგენდნენ. ვერონეზეს გენიალურ ხელოვან სიმამრზე რომ არ გავამახვილოთ ყურადღება, საკმარისი იქნება მოვიგონოთ პაოლოს უმცროსი ძმა – ბენედეტო და იტალიელი ფერმწერის ძმისშვილი – ბენფატო.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ ყველა ზემოთ მოხსენიებული პიროვნება ვენეციაში განთავსებულ პაოლოს სახელოსნოში იყვნენ დასაქმებული. ვერონეზეს მიერ გახსნილი სახელოსნო ფუნქციონირებას მისი გარდაცვალებიდან მინიმუმ 10 წლის განმავლობაში კიდევ განაგრძობდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში იქ შექმნილ ნამუშევრებს ერთადერთ, მაგრამ ბევრის მეტყველ წარწერას უკეთებდნენ ავტორები – „პაოლოს მემკვიდრეები”. – (ავტორი გენია.ჯი)
პაოლო ვერონეზეს შემოქმედება