მაქსიმილიან I – „ეპიზოდი”
ბოტანიკაზე უზომოდ შეყვარებული მექსიკის უკანასკნელი იმპერატორი – მაქსიმილიან I (1832-1867 წლები), ვინაც უარი განუცხადა მექსიკელ რევოლუციონერებს ტახტიდან გადადგომასა და ქვეყნის დატოვებაზე, საბოლოო ჯამში, ამ უკანასკნელებმა ტყვედ აიყვანეს. (ავტორი გენია.ჯი) საფრანგეთის მეფის – ნაპოლეონ III ბონაპარტის უშუალო ძალისხმევის შედეგად მექსიკის იმპერატორად ქცეული ავსტრიელი ერჰერცოგის ციხის საკნიდან განთავისუფლების გეგმა მალევე მაქსიმილიანის უახლოესმა მეგობრებმა შეიმუშავეს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ტყვედ აყვანილმა შეიტყო, რომ გაქცევის გეგმის პრაქტიკაში მოყვანისთვის აუცილებელი იყო მისთვის ესოდენ სათუთად მოვლილი წვერ-ულვაშის გაპარსვა, მან კატეგორიული უარი განაცხადა შეთავაზებული წინადადების მიღებაზე. „დაჭერის შემთხვევაში რომ უწვერ-ულვაშოდ მნახონ, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი დამცირება იქნებაო”. – უთქვამს მაშინ იმპერატორს.
1867 წლის 19 ივნისს მაქსიმილიანი დასახვრეტად გაიყვანეს. დახვრეტის წინ, მექსიკის ექს-იმპერატორმა თითო-თითო ოქროს მონეტა ჩამოურიგა იმ ჯალათებს, ვისაც მისთვის ტყვია უნდა ესროლათ. თუმცა აქვე ერთი თხოვნითაც მიმართა მათ – სიკვდილმისჯილისთვის სახეში არც ერთ მათგანს არ უნდა ესროლა. ასეთი თხოვნა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მაქსიმილიანის დედას საშუალება ჰქონოდა უკანასკნელად ეხილა საკუთარი ვაჟიშვილის სახე ყოველგვარი დაზიანების გარეშე.
იმპერატორი რომ მამაცურად და ღირსეულად შეეგება სიკვდილს, მისი უკანასკნელი სიტყვებიც მოწმობს: „ყველას ვპატიობ და ყველასაგან პატიებას ვითხოვ. დაე, ჩემი სისხლი, რომელიც ეს-ესაა დაიღვრება, ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ დაღვრილიყოს. გაუმარჯოს მექსიკას! გაუმარჯოს დამოუკიდებლობას!” – (ავტორი გენია.ჯი)
მაქსიმილიან I გაჰყავთ დასახვრეტად (ტილოს ავტორი – ჟან-პოლ ლორანი)
„იმპერატორ მაქსიმილიანეს დახვრეტა” (ტილოს ავტორი – ედუარ მანე)