გიმარაინში – „ეპიზოდი”

პორტუგალიის სახელმწიფოებრიობას სათავე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებულ ისტორიულ ქალაქ გიმარაინსში ჩაეყარა 1128 წელს. ამავე წლის 24 ივნისს აფონსუ I დიდმა გიმარაინშის სიახლოვეს საკუთარი დედა, ლეონის პრინცესა – ტერეზა ლეონელი დაამარცხა სან-მამედის ბრძოლაში. (ავტორი გენია.ჯი) გამარჯვების შემდგომ, აფონსუმ ქალაქ გიმარაინშში ლეონის სამეფოსგან გამოყოფა და პორტუგალიის სამეფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შედეგად, ახლადჩამოყალიბებული სამეფოს პირველ მეფედაც აფონსუ I ეკურთხა. რაც შეეხება სამეფოს პირველ დედაქალაქს, ეს საპატიო მისია მაშინ „ერის აკვნად” წოდებულ ქალაქს – გიმარაინშს მიანიჭეს.

ის რომ, გიმარაინში ქვეყნის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის მქონე ქალაქი გახლავთ, ქალაქის ერთ-ერთ ძველ კედელზე ადრეულ საუკუნეებში გაკეთებული წარწერაც მოწმობს: „აქ დაიბადა პორტუგალია”.

P.S. ცნობისთვის, 52 000-იანი მოსახლეობის მქონე გიმარაინშს 2012 წელს სხვა დიდი პატივიც არგუნეს წილად, რადგან მას იმავე წლის 21 იანვარს – „ევროპის კულტურის დედაქალაქის” სტატუსი უბოძეს. – (ავტორი გენია.ჯი)

აფონსუ I დიდი (პორტუგალიის სამეფოს პირველი მეფე)

თანამედროვე ეპოქის გიმარაინში

კომენტარის დატოვება