იცით თუ არა, რომ?!
1. თავის დროზე ერთობ პოპულარული და სკანდალურად ცნობილი საბჭოთა კინოფილმი – „პატარა ვერა”, ტრაგიზმით აღსავსე უკრაინულ ქალაქ მარიუპოლში იქნა გადაღებული 1988 წელს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. უილიამ შექსპირი ფინანსურად ერთობ შეძლებულ ადამიანს წარმოადგენდა. იგი შემოსავლებს არა მხოლოდ თეატრიდან იღებდა, არამედ მარცვლეულის ბიზნესიდანაც. რამდენიმე ავტორი იმასაც ირწმუნება, რომ გენიალური ინგლისელი დრამატურგი ხშირად არიდებდა თავს გადასახადების გადახდას, რის გამოც რამდენჯერმე სასამართლოს წინაშეც წარსდგაო.
* * *
3. XVIII საუკუნის ლეკეთში უშვილო ქალთან ცოლ-ქმრობა სირცხვილად მიიჩნეოდა მამაკაცისთვის.
* * *
4. დიდი ამერიკელი მწერალი – მარკ ტვენი, მასონურ ლოჟა – „პოლარულ ვარსკვლავში” გახლდათ გაწევრიანებული.
* * *
5. გენიალური გერმანელი კომპოზიტორი – რიხარდ ვაგნერი დაბალის სიმაღლის მქონე ადამიანი გახლდათ. მისი სიმაღლე სულ რაღაც – 166 სანტიმეტრი გახლდათ.- (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. სახელოვანი ფრანგი მწერალი – გუსტავ ფლობერი თავის პოპულარულ რომანზე – „მადამ ბოვარი”, ძალიან ნელი ტემპით მუშაობდა: ერთ კვირაში ავტორი მხოლოდ და მხოლოდ ორ გვერდს წერდა!
* * *
7. პუებლო დე ნუესტრა სენიორა ლა რეინა დე ლოს ანჯელეს დე ლა პორცინკულა – „ანგელოზთა ქალაქად” წოდებული ამერიკული ქალაქის – ლოს-ანჯელესის ოფიციალური სახელწოდება გახლავთ.
* * *
8. 1969 წლის 29 ოქტომბერი – ინტერნეტის დაბადების დღეა.
* * *
9. ისტორიკოსთა და სტატისტიკოსთა მტკიცებით, XIV საუკუნის ევროპაში წერა-კითხვა ერთდროულად მოსახლეობის სულ რაღაც ხუთიოდე პროცენტმა იცოდა.
* * *
10. დედამიწაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბოსტნეულ მცენარეს – ბარდა წარმოადგენს. აღნიშნულ ბოსტნეულს ჯერ კიდევ ქვის ხანაში მოიხმარდა ადამიანი. – (ავტორი გენია.ჯი)