ონორე დე ბალზაკი – „ეპიზოდი”
ჯერ კიდევ ლიტერატურული კარიერის დასაწყისში მყოფ - ონორე დე ბალზაკს (1799-1850 წლები), ვისაც ძალიან უყვარდა ფუფუნებასა და კომფორტულ გარემოში ცხოვრება, თავისმა პირველმა ნაწარმოებებმა ფინანსური წარმატება ვერ მოუტანეს. (ავტორი გენია.ჯი) ამ მხრივ წარუმატებელი აღმოჩნდა მისი საგამომცემლო საქმიანობაც. შედეგად, ახალგაზრდა მწერალი პრაქტიკულად ფულის დიდ ნაკლებობას განიცდიდა, რაც მას საშუალებას არ აძლევდა ბინა თავისი გემოვნების მიხედვით მოეწყო. იმ პერიოდში ბალზაკის სახლი მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი და ისიც ღარიბული საოჯახო ინვენტარისგან შედგებოდა, თუმცა ონორემ ამ შემთხვევაში ერთობ საინტერესო „გამოსავალი” იპოვა: ბინის გამოცარიელებული კედლების სხვადასხვა ნაწილებზე მან შემდეგი სახის წარწერები გააკეთა: „წითელი ხის კომოდი”, „გობელენი”, „ვენეციური სარკე”. კედლის ერთ ნაწილზე კი სულაც გენიალური იტალიელი მხატვრის – რაფაელ სანტის ტილოს „მიუჩინა” ჰიპოთეტურად ადგილი და მიაწერა – „რაფაელის ნახატი”. – (ავტორი გენია.ჯი)