ვიაჩესლავ მოლოტოვი – „ეპიზოდი”
საბჭოთა იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და იოსებ სტალინის ნდობით აღჭურვილმა პირმა – ვიაჩესლავ მოლოტოვმა, ებრაული წარმომავლობის ქალზე – პოლინა ჟემჩუჟინაზე 1921 წელს იქორწინა. (ავტორი გენია.ჯი) რვა წელიწადი წყვილმა ისე თანაიცხოვრა, რომ შვილი არ გაჩენია, რასაც ცოლ-ქმარი ძალიან განიცდიდა. თუმცა, აი, დადგა 1929 წელი და მოლოტოვების წყვილს ასე ნანინანატრი შვილი შეეძინა. გოგონას მშობლებმა სახელად – სვეტლანა შეურჩიეს. თუმცა ამ შემთხვევაში ერთი საინტერესო გარემოება უნდა გამოვარჩიოთ უცილობლად: ვინაიდან მოსალოდნელი იყო მშობიარობის გართულება, მოლოტოვმა, რომელსაც მაღალი წარმოდგენა არ გააჩნდა საბჭოთა მედიცინის მუშაკებზე, მიიღო გადაწყვეტილება, არ გაერისკა და პოლინა მოსალოგინებლად, არც მეტი და არც ნაკლები – გერმანიაში გადაეყვანა. იმ გერმანიაში, რომელიც მალევე საბჭოეთის იმპერიის დაუძინებელ მტრად იქცა. შედეგად, ბედის ირონიით, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთადერთი ქალიშვილი მოსკოვში კი არ მოვლენია ქვეყნიერებას, არამედ – ბერლინში. – (ავტორი გენია.ჯი)
ვიაჩესლავ მოლოტოვი ოჯახთან ერთად