რეი ბრედბერი – „ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მწერალი – რეი ბრედბერი (1920-2012 წლები) სათამაშოებს ბავშვობიდანვე საგულდაგულოდ აგროვებდა, რადგან გამორჩეული სიყვარული გააჩნდა მათ მიმართ. მიუხედავად ასაკის მატებისა, სათამაშოებისადმი მისი სიყვარული არ განელებულა. პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდა. (ავტორი გენია.ჯი) ლიტერატორს იმდენად დიდ სიამოვნებას ანიჭებდა სათამაშოების შეგროვება, რომ მისთვის ყველაზე სასურველ საჩუქრებსაც სწორედ ისინი წარმოადგენდნენ. ის კი არადა, რეი თვითონ ითხოვდა ხოლმე ოჯახის წევრებისა და ახლობლებისაგან, რომ დაბადების დღესა და შობის დღესასწაულზე საჩუქრების სახით – სათამაშოები მიერთმიათ! შედეგად, დროთა განმავლობაში ბრედბერის ერთობ მრავალრიცხოვანი სათამაშოების კოლექცია დაუგროვდა, რომელთაც იგი დიდი რუდუნებით უვლიდა. თავის შესანიშნავ კოლექციას რეი არავის არ აკარებდა. თვით პატარა შვილიშვილებსაც კი. რომლებიც თავის მხრივ, ყოველთვის წუხილით შენიშნავდნენ, რომ ბაბუას გაცილებით ბევრი სათამაშო გააჩნდა, ვიდრე თავად მათ. – (ავტორი გენია.ჯი)