„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„კაცობრიობას ყოველთვის არ შეუძლია ჰუმანურობის შენარჩუნება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთსა და იმავე დროს თუ ვინმეს ორი ჰყვარებია, იმას არასოდეს არავინ ჰყვარებია”.
* * *
„ამ სამყაროს განწმენდა სჭირდება. ოდესღაც ის მართლაც იყო სუფთა და უფრო რთული, ვეფხვზე უფრო სასტიკი, მომხიბლავი და უსაზღვოდ მიმტევებელი”.
* * *
„ცოდვა შენიც გეყოფა, სხვისიც თავს არ იდვა”.
* * *
„ყველაფერზე მნიშვნელოვანი ადამიანის თავისუფალი ნებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბევრ პატრონს უპატრონობა სჯობია”.
* * *
„ზედმიწევნით უნდა იცოდე, რამდენი მტერი გყავს, რა ღონის, ჭკუის, ნების პატრონი, და არც ის უნდა დაგავიწყდეს, რომ შენს ძალისხმევასაც საზღვარი აქვს”.
* * *
„ადამიანი დამარცხებისთვის არ არის გაჩენილი. ადამიანი შეიძლება მოსპოთ, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია”.
* * *
„სხეული მძორია და, ამდენად, მყრალი და ვერაგი. მძორი ხრწნადია, ლპობადი და სითბოსა და ფუფუნებას ესწრაფვის. სულია, რომ მას სიცოცხლისუნარიანს ხდის, აიძულებს, ლეშად არ იქცეს. სულს სისხლით შეაქვს სხეულში ცხოველმყოფელობა და თუ სისხლი იღვრება, ან ძარღვებში იყინება, სული უძლურია და ლეშს ეყრება. სხეული უსისხლოდ ისაა, რაც მძორი სულის გაყრიდან გახრწნამდე”.
* * *
„ყველაფერი ცოცხალი დალოცვილია”. – (ავტორი გენია.ჯი)