იცით თუ არა, რომ?!
1. კარიბის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებული სუვერენული სახელმწიფოს – პუერტო-რიკოს მოქალაქეები დაბადებისთანავე ავტომატურად იღებენ აშშ-ის მოქალაქეობას, რადგან აღნიშნულ ქვეყანას „არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორიის” სტატუსი გააჩნია და ამერიკის შეერთებული შტატების მმართველობის ქვეშ იმყოფება. შედეგად, პუერტო-რიკოს მოქალაქეები აშშ-ის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებიან ყოველგვარი ვიზის გარეშე, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მათ არ გააჩნიათ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ჰოლოკოსტის საშინელი მოვლენის სულისჩამდგმელი პათოლოგი – ადოლფ ჰიტლერი, ადრეულ ასაკში სწორედ რომ ებრაელ გოგონაზე იყო შეყვარებული. მესამე რაიხის მიზანთროპის სატრფოს სახელი და გვარი გახლდათ – სტეფანი ისა.
* * *
3. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე აშშ-ის ბიუჯეტი 1,9 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. 1940-დან 1945 წლამდე პერიოდში კი იგი 59,8 მილიარდ დოლარამდე იქნა გაზრდილი.
* * *
4. პარიზის საყოველთაოდ ცნობილი კატაკომბები მიწის ქვემოთ 20 მეტრ სიღრმეზეა განთავსებული.
* * *
5. თავისი ხანგრძლივი არსებობის ისტორიაში, სამი რელიგიური მიმდინარეობის მიერ წმინდა ქალაქად შერაცხილი – იერუსალიმი 2-ჯერ იქნა მიწასთან გასწორებული; 52-ჯერ გადაიტანა თავდასხმები; 23-ჯერ ალყაში იყო მოქცეული და 44-ჯერ გადავიდა ხელიდან ხელში არამშვიდობიანი გზით. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. საუდის არაბეთის ტერიტორიის 95% უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებს აქვთ მოცული. სოფლის სამეურნეოდ გამოსადეგი მიწები კი სულ რაღაც ქვეყნის ტერიტორიის 2%-ს შეადგენს.
* * *
7. ძველ ეგვიპტეში – ავადმყოფებსა და მოხუცებს განსაკუთრებული პატივით ექცეოდნენ, რადგან მათზე ზრუნვა „ფარაონთა ქვეყნის” შვილებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს მორალურ მოვალეობად იყო მიჩნეული.
* * *
8. აფრიკის კონტინენტზე 10 ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა ეწევა ნავთობის ექსპორტს მსოფლიო მასშტაბით – ნიგერია, ალჟირი, ანგოლა, ეგვიპტე, სუდანი, ლიბია, ეკვატორული გვინეა, კონგო, გაბონი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
* * *
9. ვატიკანის მოსახლეობის ასივე პროცენტი – კათოლიკეა.
* * *
10. დიდი ამერიკელი მწერალი – ედგარ ალან პო, ვისაც თავისი საყვარელი კატის მხრებზე შემოსმა ძალიან უყვარდა მუშაობის პროცესში, ცხოვრების ადრეულ ეტაპზე აზარტული თამაშებით იყო გატაცებული, რის გამოც პრობლემები არა მხოლოდ მამობილთან, არამედ ვირჯინიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთანაც შეექმნა. აღნიშნული გარემოების გამო, საბოლოო ჯამში, იგი უმაღლესი სასწავლებლიდანაც გარიცხეს. – (ავტორი გენია.ჯი)