ონორე დე ბალზაკი – „ეპიზოდი”
80-ზე მეტი რომანის გენიალური ფრანგი ავტორი - ონორე დე ბალზაკი (1799-1850 წლები), ვისაც იმთავითვე საშინელი შიში დასჩემდა სტომატოლოგების მიმართ, აფაზიის ფსიქოლოგიური აშლილობით გახლდათ დაავადებული. (ავტორი გენია.ჯი) სამედიცინო ტერმინით რომ განმვმარტოთ, აფაზია წარმოადგენს დაავადებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეტყველების სრულიად ან ნაწილობრივი მოშლა და ხასიათდება სიტყვების გამოყენების შესაძლებლობათა დაკარგვით. აღნიშნული ავადმყოფობის გამომწვევ მიზეზად მედიკოსები თავის ტვინის იმ ნაწილის დაზიანებას ასახელდებენ, რომელიც პასუხისმგებელია ენისა და მეტყველების განვითარებაზე. შედეგად, მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსს საუბრის პროცესში ხშირად ავიწყდებოდა რიგი სიტყვები. მათ შორის ავიწყდებოდა გარკვეული ნივთების სახელწოდებებიც, რაც დიდ დისკომფორტსა და უხერხულობას უქმნიდა, როგორც თავად ონორეს, ასევე მასთან საუბარში ჩართულ ადამიანსაც. ჩვენდა საბედნიეროდ, აფაზიას მისთვის ხელი არ შეუშლია დაეწერა ისეთი უკვდავი ლიტერატურული ქმნილებები, როგორებიც გახლავან – „შაგრენის ტყავი”, „მამა გორიო”, „ადამიანური კომედია”, „პოლკოვნიკი შაბერი” და სხვანი და სხვანი. – (ავტორი გენია.ჯი)