სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა – „ეპიზოდი”
ისეთი მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე, როგორიც – ატომური ბომბია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ფიქრი ჯერ კიდევ 1948 წელს დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) იმავე პერიოდში ჩამოყალიბებული იქნა სამხრეთ აფრიკული ატომური ენერგეტიკის კორპორაცია – SAAEC. 1970-იან წლებში კი, ნელსონ მანდელას სამშობლომ, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მჭიდროდ თანამშრომლობდა ისრაელთან, კალაჰარის უდაბნოში პირველად გამოსცადა საკუთარი წარმოების მქონე ატომური ბომბი, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია რიგ ქვეყნებში (საერთო ჯამში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ 6 ატომური ბომბის დამზადება მოასწრო). ამ ხრივ განსაკუთრებით გამოირჩა საფრანგეთი, რომელმაც სხვა სახელმწიფოებთან ერთად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებისაგან დაჟინებით მოითხოვა, შეეწყვიტა მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება. შედეგად, 1990 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა – ფრედერიკ დე კლერკმა მიიღო ურთულესი გადაწყვეტილება, არა მხოლოდ უარი განეცხადებინა ატომური ბომბების შექმნაზე, არამედ სრულიად გაენადგურებინა მის ხელთ არსებული ბირთვული იარაღის მარაგები.
ამიტომაც, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა იქცა იმ პირველ ქვეყნად მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში, რომელსაც გააჩნდა ბირთვული იარაღი, თუმცა ნებაყოფლობით თქვა უარი მის ფლობაზე. – (ავტორი გენია.ჯი)