ანდრეს ცორნი – „ეპიზოდი”
ვირტუოზი შვედი მხატვარი, გრაფიკოსი და მოქანდაკე – ანდრეს ლეონარდ ცორნი (1860-1920 წლები), ვისაც განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა ხელოვნება, სიყვარული და ფულის ხარჯვა, და ვისთვისაც არ არსებობდა არანაირი ავტორიტეტები, უცნაური გამოხდომებით გამორჩეული პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: ერთ მშვენიერ დღეს, ანდრესი ადგილობრივი ქალაქის რესტორანში მეგობრებთან ერთად სპირტიან სასმელებს შეექცეოდა. ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც. და როდესაც სასაუზმე დაწესებულების დახურვის დრო მოვიდა, ფინანსურად შეძლებულმა ხელოვანმა, რომელსაც არ სურდა ქეიფის უდროოდ შეწყვეტა, დაწესებულების დირექტორს ერთობ მიმზიდველი წინადადებით მიმართა: ყველასათვის მოულოდნელად, შეზარხოშებულმა ცორნმა რესტორნის შეძენა გადაწყვიტა და იმდენად მაღალი თანხაც შეაძლია რესტორნის მეპატრონეს, რომ ამ უკანასკნელმა ყიდვა-გაყიდვის აქტი ადგილზევე გააფორმა მასთან. შედეგად, ქეიფი არა თუ შეწყდა, არამედ კიდევ უფრო ეშხში შევიდა. – (ავტორი გენია.ჯი)