ჯონ დევისონ როკფელერი (უმცროსი) – „ეპიზოდი”
ამერიკელი მილიარდერი მეწარმეების – როკფელერების საგვარეულო დინასტიას სახელი მთელ მსოფლიოში იმთავითვე ჰქონდა გავარდნილი. ცნობილი იყო ისიც, თუ რაოდენ უფრთხილდებოდა და მიზანმიმართულად, გონივრულად განკარგავდა თავის უზარმაზარ სახსრებს აღნიშნული დინასტიის წარმომადგენლები. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც გამოიწვია დიდი გაოცება ჯონ დევისონ როკფელერი „უმცროსის” ერთმა შეთავაზებამ თავის დროზე. შეთავაზებამ, რომელიც მან ახლადდაარსებულ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციას” გაუკეთა: ცენტრალური ოფისის ასაშენებლად „გაერო”-ს უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიის შერჩევა ესაჭიროებოდა. სწორედ ამ დროს დროს გამოჩნდა ასპარეზზე „უმცროსი” როკფელერი. ამერიკელმა ბიზნესმენმა და ფილანთროპმა ინოვაციურ საერთაშორისო ორგანიზაციას საჩუქრის სახით შესთავაზა როკფელერების საგვარეულო დინასტიის საკუთრებაში არსებული უზარმაზარი ტერიტორია ნიუ-იორკში, რომლის ფასიც იმ პერიოდში მართლაც რომ კოლოსალური გახლდათ – 8,5 მილიონი ამერიკული დოლარი.
ჯონის შეთავაზებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, რადგან მათთვის წარმოუდგენელი იყო, საჩუქრის სახით (ყოველგვარი ანგარების გარეშე) გაეცა ეგზომ დიდი ქონება ამერიკელ მილიარდერს. ის კი არადა, დაეჭვებულნი გახლდნენ კომისიის ის წევრებიც, რომელთაც დოკუმენტურად უნდა გაეფორმებინათ ჩუქების აქტი. ეჭვი რომ საბოლოოდ გაექარწყლებინა, როკფელერმა კომისიის წევრები შემდეგი სიტყვით დაამშვიდა – „როდესაც საქმე ფულს, და მითუმეტესს, დიდ ფულს ეხება, არასოდეს ვხუმრობო”.
ასე რომ, „გაერო”-ს ცენტრალური ოფისი მილიარდერი ამერიკელი მეწარმეების – როკფელერების მიერ აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციისადმი საჩუქრად გადაცემულ ტერიტორიაზე იქნა აშენებული, სადაც დღემდე ფუნქციონირებს. – (ავტორი გენია.ჯი)
„გაერო”-ს შტაბბინა ნიუ-იორკში