კამილ დემულენი – „ეპიზოდი”
ფრანგული მონარქიის სიმბოლოდ ქცეულ ბასტილიის ციხესიმაგრეზე მიტანილი შტურმის ერთ-ერთი უმთავრესი ინიციატორი, ფრანგი რევოლუციონერი და ადვოკატი – კამილ დემულენი (1760-1794 წლები), ვინაც საფრანგეთის დიდი რევოლუციის უპირველეს გმირად იქნა შერაცხილი მისი თანამედროვეების მიერ, იაკობინელთა უპირობო ლიდერის – მაქსიმილიან რობესპიერის არა მხოლოდ თანაკლასელს, არამედ ახლო მეგობარსაც წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) კორდელიერთა ხელმძღვანელს, მისდა საუბედუროდ, რევოლუციამ იმედები გაუცრუა. მიუხედავად საშინელი რეპრესიებისა, იგი თავის უკმაყოფილებას მაინც არ მალავდა ქვეყანაში განხორციელებული სისხლიანი ტერორის გამო და საკუთარი ჟურნალის – „ძველი კორდელიერის” ფურცლებიდან ხელისუფლებას ჰუმანურობის გამოჩენისაკენ მოუწოდებდა. ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში კი ერთობ სამართლიანი შეკითხვაც დასვა – „ყველა ამ რევოლუციურ სადამსჯელო კომიტეტთან ერთად, ნუთუ საჭირო არ არის თუნდაც ერთი შეწყალების კომიტეტის არსებობა ჩვენს ქვეყანაში?” – მიუხედავად ახლო მეგობრობისა, ყოველივე ამან რობესპიერი მის მიმართ ერთობ უარყოფითად განაწყო. მალე სავალალო შედეგმაც არ დააყოვნა: როგორც ხდება ხოლმე რევოლუციის შემდგომ ეტაპებზე, რევოლუციამ თავისივე შვილების ჭამა დაიწყო: კამილ დემულენი ჟორჟ ჟაკ დანტონთან ერთად რევოლუციურმა სასამართლომ გილიოტინაზე გაგზავნა და თავიც გააგდებინა. თავი გააგდებინა კაცს, ვისმა ქმედებამაც (ბასტილიის ციხესიმაგრის შტურმი) სათავე ჩაუყარა საფრანგეთის დიდ რევოლუციას თავის დროზე. – (ავტორი გენია.ჯი)